სასწრაფოდ ხალხო! საზარელი ინფორმაცია და განგაში! ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა!

loading...

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებს მოძიებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერი და დადგენილია წყაროც. ასევე იმ პირთა რიცხვი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ინფიცირებული.

მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაზე უფრო მეტი დეტალი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა დადგენილია როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფიცირებულნი. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “მოამბე” .

უფრო ადრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ თქვა, რომ პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.

სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან, ზუგდიდთან, წალენჯიხასთან და ჩხოროწყუსთან ჰქონდა.

წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ სპორტსმენს 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ. ჩხოროწყუში კი განმარტეს, რომ პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია და ჯერ ჩაღრმავებული ეპიდკვლევის პასუხი ცნობილი არ არის.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, პაციენტს მუნიციპალიტეტში სამი კონტაქტი ჰქონდა.
საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული.

39 გამოჯანმრთელდა.

გარდაიცვალა 2 პაციენტი.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*